суббота, 11 июля 2015 г.

                                                         დღე  IX

       დღეს  inteli-ს ბოლო დღეა-განსაკუთრებული და საინტერესო,რადგან ჩვენ-ჩვენი პროექტები წარვადგინეთ,  ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები-ეს კარგი გზა იყო,რათა  როგორც სხვისი,ასევე საკუთარი ნამუშვრისთვის  შეგვეხედა კრიტიკული თვალით, მოგვეძებნა ,რა იყო  კარგი და რა - შესასწორებელი,რაც ,ვფიქრობ,დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად  პროექტის დაგეგმვაში.
         ტრენინგი ძალიან მომეწონა. ველოდი,რომ კარგი იქნებოდა ( რადგან რეკომენდაცია კონსულტანტმა მარიკა კირვალიძემ მოგვცა), თუმცა  მოლოდინმა გადააჭარბა-პროექტებზე ადრეც ვმუშაობდით,რა თქმა უნდა,მაგრამ ამგვარად -არა. უფრო ვრცელი და შრომატევადი პროექტის შაბლონი მქონდა,  დიდ შრომას  ესეც ითხოვს ,თუმცა   კონკრეტულია, დეტალურად გასაწერი, რაც გასაკეთებელი გვაქვს და ეს გაგვიადვილებს.
         ასე რომ, ამ ტრენინგებზე ბევრი   ვისწავლეთ, აუცილებელი და  თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი,რეალობაში მართლაც გამოსაყენებელი ( ეს არ არის ფუჭი სიტყვები).
       გვანცას არ უყვარს მადლობა,მაგრამ მაინც ვუხდი, რადგან სწორი მიმართულებით გვატარა და გვასწავლა ,როგორ შევქმნათ კარგი პროექტი. იმედია,გამოგვივიდა და მოსწავლეებთანაც გამოგვივა.
     მივდივარ ძალიან კმაყოფილი. intel-სა და მასწავლებლის სახლს მადლობა ამისთვის!

среда, 8 июля 2015 г.

                                                      დღე  VIII

             დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.მზად მქონდა დავალებები და ცოტათი თავისუფლად ვგრძნობდი თავს. თუმცა დასამთავრებელი მაქვს რაღაცები,ზოგშიც ხარვეზი -გასასწორებელი.მოვისმინე სხვისი პრეზენტაციები,რჩევებიც მივეცი, ვფიქრობ,საჭირო.
          ძალიან მომეწონა ფოტოგრაფიული პროექტის მიმოხილვა- კარგად გამოვიყენებ  მოსწავლეებთან ,აგრეთვე ,მომივიდა იდეა,რომ სკოლის 100 წლისთავისათვის მსგავსი პროექტი მოვამზადებინო მოსწავლეებს: ბევრ რამეს იტყვიან სურათები სკოლის ისტორიის შესახებ.
       მნიშვნელოვანი იყო  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით ( კარგი გზაა მოსწავლეებისათვის  სწორი მიმართულების მიცემისა და სამუშაოს გაადვილებისათვის), ჩვენს ბლოგზე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ატვირთვაც.

понедельник, 6 июля 2015 г.

                                                         დღე VII

        დღე დაიწყო  ჩემი  პროექტის გეგმისა და პრეზენტაციის განხილვით,მივიღე უმნიშვნელო შენიშვნები, კარგი იყო, გავითვალისწინებ,შევცვლი.  ჩემს პროექტსაც განვავრცობ სხვადასხვა მიმართულებით.
         მომეწონა ძალიან კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ- გარდნერისა და ბლუმის მატრიცა.   ბევრი სამუშაოა და დიდ დროს მოითხოვს,მაგრამ კარგია ყოველი თემის შესწავლისას და გამოვიყენებ. დამეხმარება ,რათა ყველა მოსწავლეს მივსცე შესაძლებლობა, თავად აირჩიოს  მისთვის დაძლევადი  დავალება.
         ცოტათი ბუნდოვანი დარჩა გვანცას ბლოგზე  ჩვენი პორტფოლიოს მიბმა,მექანიკურად მივსდევდი  ინსტრუქციას,მაგრამ ვეცდები, გავიხსენო,რადგან თანდათან ვიწერდი.

суббота, 4 июля 2015 г.

                                                     დღე VI

            დღის დასაწყისში ჩვენი პრეზენტაციები განვიხილეთ.ეს ცოტათი დამღლელი იყო ჩემთვის, მაგრამ კარგი, რამდენიმე რესურსის გაცნობაც დამეხმარა, რადგან  მივხვდი,რომ რაღაც-რაღაცები ჩემს ნამუშევარს აკლდა.აქედან გამომდინარე, შენიშვნების საფუძველზე შევცვლი  და დავხვეწ.
            ყველაზე საინტერესო იყო და თან ძალიან კარგი რუბრიკების ბიბლიოთეკა. თავადაც ვაკეთებდი როგორც ინდივიდუალურად ,ისე მოსწავლეებსა და მასწავლებლების ჯგუფთან ერთად, მაგრამ უნდა ვთქვა,რომ ცოტათი სხვაგვარად. ეს უფრო მომეწონა.  ასე რომ, გამოვიყენებ,მოვარგებ ჩემსას და ამით შრომასაც შევიმსუბუქებ.

среда, 1 июля 2015 г.

                                                              დღე V
          რა იყო დღეს ჩემთვის  განსაკუთრებული?
          ბევრი რამ.   მათ შორის ,  განვიხილეთ  რამდენიმე შეფასების რუბრიკა, ყურადღებით წავიკითხე , უფრო მეტად, ჩემი პროექტისა, რადგან მინდა,რომ კარგი გამომივიდეს .  ვფიქრობ, დღევანდელი მოდულები -კავშირები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა-ამაში დამეხმარება. ყველაფერი   კარგად უნდა მოვიფიქრო,დავგეგმო,  ერთმანეთისაგან  გამომდინარე.
     ასე რომ ,სამუშაო ბევრი მექნება,რადგან  რუბრიკების გაკეთება არც თუ ისე ცოტა დროს მოითხოვს.
      მომეწონა  მოსწავლის როლის მორგება სლაიდებზე მუშაობისას,თუმცა ეს ჩემთვის ახალი არ იყო.