დღე IX
დღეს inteli-ს ბოლო დღეა-განსაკუთრებული და საინტერესო,რადგან ჩვენ-ჩვენი პროექტები წარვადგინეთ, ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები-ეს კარგი გზა იყო,რათა როგორც სხვისი,ასევე საკუთარი ნამუშვრისთვის შეგვეხედა კრიტიკული თვალით, მოგვეძებნა ,რა იყო კარგი და რა - შესასწორებელი,რაც ,ვფიქრობ,დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად პროექტის დაგეგმვაში.
ტრენინგი ძალიან მომეწონა. ველოდი,რომ კარგი იქნებოდა ( რადგან რეკომენდაცია კონსულტანტმა მარიკა კირვალიძემ მოგვცა), თუმცა მოლოდინმა გადააჭარბა-პროექტებზე ადრეც ვმუშაობდით,რა თქმა უნდა,მაგრამ ამგვარად -არა. უფრო ვრცელი და შრომატევადი პროექტის შაბლონი მქონდა, დიდ შრომას ესეც ითხოვს ,თუმცა კონკრეტულია, დეტალურად გასაწერი, რაც გასაკეთებელი გვაქვს და ეს გაგვიადვილებს.
ასე რომ, ამ ტრენინგებზე ბევრი ვისწავლეთ, აუცილებელი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი,რეალობაში მართლაც გამოსაყენებელი ( ეს არ არის ფუჭი სიტყვები).
გვანცას არ უყვარს მადლობა,მაგრამ მაინც ვუხდი, რადგან სწორი მიმართულებით გვატარა და გვასწავლა ,როგორ შევქმნათ კარგი პროექტი. იმედია,გამოგვივიდა და მოსწავლეებთანაც გამოგვივა.
მივდივარ ძალიან კმაყოფილი. intel-სა და მასწავლებლის სახლს მადლობა ამისთვის!