პრაქტიკული
კვლევა
სასვენი
ნიშნების სწორად დასმა - პუნქტუაციის წესების არცოდნით გამოწვეული პრობლემები და დაძლევის გზები
ქობულეთის
მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლა
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე
2015
წლის დეკემბერი- 2017 წლის მაისი
შინაარსი
შესავალი ------------------------------------------------------------------------------------
------3
1.
სამეცნიერო
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------3
2.
კვლევის დიზაინი -----------------------------------------------------------------
------3
3.
1.პრობლემის
იდენტიფიცირება ------------------------------------------------- ----3
3.2. კვლევის მიზანი -----------------------------------------------------------------
------5
3.3. საკვლევი კითხვები ------------------------------------------------------------------ 5
3.4. დიაგნოსტირების ეტაპი -------------------------------------------------------------6
3.5. მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებები -----------------------------------6
3.5.1.
,,დისნეის სამი სკამის“ ანალიზი ------------------------------------
---------- 7
3.5.2.
შემაჯამებელი
წერების ანალიზის შედეგები --------------------------------- 7
3.5.3.
ჩაღრმავებული
ინტერვიუს ძირითადი მიგნებები-------------------------- 10
3.5.4.
დიაგნოსტირების
ეტაპის შეჯამება-------------------------------------------------11
3.5.5.
ინტერვენციების
დაგეგმვა--------------------------------------------- -------- 11 3.5.6. ინტერვენციების განხორციელების ეტაპი------------------------------------
---- 12
4. ინტერვენციის შედეგების შეფასება -------------------------------------------------- 13
4.1. მოსწავლეთა განმეორებითი ანკეტირების ანალიზის შედეგები ------------------ 14
5. დისკუსია კვლევის ეფექტურობის შესახებ ------------------------------------------- 16 6. კვლევის შეზღუდვები
-------------------------------------------------------------- -------16
7. რეკომენდაციები
-------------------------------------------------------------------- -------16 8. დასკვნა ----------------------------------------------------------------------------------
---- 19 ბიბლიოგრაფია
--------------------------------------------------------------------------------
19 დანართები
---------------------------------------------------------------------------
--------- 19 დანართი N 1 - ანკეტა
--------------------------------------------------------------
---------- 19
დანართი N 2- შემაჯამებელი წერის ამსახველი ფოტომასალა------------------------------21 დანართი N 3 -შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი--------------------------------22
დანართი N 4 -აქტივობების ამასახველი ფოტომასალა
------------------------------------- 24
დანართი
N 5- შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი----------------------------29
დანართი N 6-
ტექსტის რედაქტირება XII და III კლასებისათვის-----------------------
31
დანართი N 7 - აქტივობებების აღწერა
----------------------------------------------------- 32
1. შესავალი
,,საგანმანათლებლო
მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში
ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების
გადაჭრას“ (ესგ
2011-16 სასწ.წ). ამგვარ ამოცანათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ,,პუნქტუაციური
ნორმების სათანადოდ გამოყენება“. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მხრივ გამართულ და ეფექტიან მუშაობას. წინამდებარე
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია პუნქტუაციის
წესების არცოდნით გამოწვეული პრობლემები
და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები.
2. ლიტერატურის მიმოხილვა
ისევ ეროვნული
სასწვლო გეგმიდან გამომდინარე, ,,პიროვნების საერთო კულტურა,
საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე
ყალიბდება“(ესგ 2011-16 სასწ.წ) , რომლის განუყოფელი ნაწილია სასვენი ნიშნების ცოდნა და გამოყენება და, რაც თავისთავად სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.
,,პუნქტუაციის წესების ზუსტად დაცვის გარეშე შეუძლებელია როგორც გასაგებად
წერა და ბეჭდვა,ისე წაკითხულის სწორად გაგება“( ნ.ბასილაია , ,,პუნქტუაცია“,
თბ.1986.გვ.3).
,,პუნქტუაცია
ნებისმიერი
ენის
განუყოფელი
ნაწილია,
პატარა
მძიმეს
„დიდის”
შეცვლა
შეუძლია;
,,ნებისმიერ
წერილობით
ენაში
ორთოგრაფიის
შემდეგ
სწორედ
პუნქტუაციაშია
ბევრი
შეცდომის
ალბათობა“ ( წერტილი, წერტილი,მძიმე…( 28 ოქტომბერი, 2015 დალი კუპრავა) .
3. კვლევის დიზაინი
3.1.
პრობლემის იდენტიფიცირება
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა
გამომდინარეობს კლასების,რომელსაც ვასწავლი და არა
მარტო მათი საჭიროებიდან. პრაქტიკის კვლევა გადავწყვიტე იმათთან ,რომლებსაც ვასწავლი.ესენია: IX და XI კლასები,ორივე
კლასში 34 მოსწავლეა.
კვლევის მეთოდოლოგიად ავირჩიე პრაქტიკის კვლევა,რომელიც მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს და წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას,
ჩატარებულს მასწავლებელთა მიერ სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.(
ინასარიძე და სხვები,2016,61).
საკითხის შესასწავლად გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი
მეთოდები. საკვლევი თემის იდენტიფიცირებისთვის - თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტი ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდა IX და XI კლასების 34
მოსწავლე; რაოდენობრივი
კვლევის ინსტრუმენტად კი შევარჩიე მონაცემთა ანალიზი,კიდევ ერთი თვისებრივი კვლევის მეთოდი-ანკეტირება ( იხ.დანართი 1) ,
ჩაღრმავებული ინტერვიუ როგორც დაწყებითი ,ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებთან და მეთოდი ,,დისნეის სამი
სკამი“.
წარმოგიდგენთ პრაქტიკის კვლევის თითოეულ ეტაპზე განხორციელებულ აქტივობებს:
IX და XI კლასებთან
ჩავატარე ფოკუს-ჯგუფი, რათა ჯგუფური დისკუსიით გამეცხრილა, დამეჯგუფებინა ინდივიდუალურად
იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები და დავკონკრეტებულიყავი საკვლევ
საკითხზე, რომელიც აქტუალური იყო.
ფოკუს-ჯგუფმა გამოკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხი: სასვენი ნიშნების სწორად დასმა. მოსწავლეთა
პასუხები არაერთგვაროვანი იყო.
ისინი ამ პრობლემის გამომწვევ ძირითად მიზეზებად თვლიან:
Ø არ
სწავლობენ;
Ø ირგვლივ-ყველგან
არასწორადაა დასმული და ეს გაბნევს,ფიქრობ,რომ სწორია. მაგალითად:
·
სახელმძღვანელოებში ბევრი შეცდომაა, განსაკუთრებით
ისტორიის სახელმძღვანელოში, მასში აბსურდულდ წერია; ზოგჯერ
შეცდომები არის ქართულის სახელმძღვანელოებში,მაგრამ არა იმ სიხშირით ,როგორც
სხვებში.
·
ტელევიზიით-ეკრანზე ბევრი შეცდომაა და ეს გავლენას
ახდენს,თავადაც ისე წერს.
·
აბრებზე
არასწორადაა დასმული;
Ø რთული
გრამატიკული წესები გვაქვს;
ძნელია მისი შესწავლა,შეცდომები მაინც ექნებათ.
Ø სრულყოფილად
არ გვასწავლიან დაწყებით კლასებში- სკოლაში
პირველიდან მეოთხე კლასამდე მასწავლებლები ნაკლებ
ყურადღებას აქცევენ პუნქტუაციას;
მოსწავლეთა პასუხი,რამდენად მუშაობდნენ ამ საკითხზე გაკვეთილზე, იყო: ,,ისე
რა“, ,,ზოგჯერ“:
·
ყველა საგნის მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას;
ზოგიერთები თავადაც არ სვამენ და არც
ამოწმებენ;
·
თავიდან ჩამოუყალიბდათ ცუდი ჩვევა,არ წერდნენ
დაწყებით კლასებში;
Ø როდესაც
წერს,არ აქცევს ყურადღებას,ფიქრობს შინაარსზე;
Ø სავარჯიშოებში
ასწორებს,მაგრამ თავის ნამუშევარში უყურადღებობას იჩენს;
Ø მესიჯის
წერისას არ სვამენ და ჩვევად
ჩამოუყალიბდათ;
Ø როდესაც
არ უმოწმებენ,მაგალითად,მესიჯებსა ან სხვა საგნების დავალებებში, სვამენ მხოლოდ წერტილს, გარდა ქართულისა.
Ø წერის
პროცესში თუ არ დასვა ,მერე ვეღარ სვამს.
Ø მძიმეს
თუკი დასვამს,აზრი უწყდება და ვეღარ აგრძელებს წერას;
მეორე ნაწილის პასუხით:
·
წერს და სვამს ადვილად.წარმოიდგენს,როგორ ამბობს
,აკვირდება ინტონაციას;
·
წესების ცოდნა ეხმარება,რომ სწორად დასვას.
სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით არსებულ
სირთულეებთან დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
ფოკუს-ჯგუფზე გამოკვეთილი პრობლემების გათვალისწინებით, ჩემი საკვლევი თემა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად : ,,სასვენი ნიშნების სწორად დასმა -
პუნქტუაციის წესების არცოდნით გამოწვეული
პრობლემები და დაძლევის გზები“.
3.2. კვლევის მიზანია:
მოსწავლეების მიერ სასვენი ნიშნების სწორად დასმა.
3.3. საკვლევი კითხვებია:
·
როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა თეორიული ცოდნა
სასვენი ნიშნების შესახებ?
·
როგორ გამოვაყენებინო ეს ცოდნა
მათი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.?
·
რა სავარჯიშოებით ,აქტივობებებით შევაძლებინო,რომ სასვენი ნიშნები სწორად დასვან
წერისას?
ერთი მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები მოსწავლეებში წერის
უნარის განვითრებისთვის და, მეორე მხრივ, არსებული რეალობა, რასაც ადასტურებს ჩემი მოსწავლეების ნაწერები, ასევე უკვე იდენტიფიცირებული პრობლემა ადასტურებენ კვლევის აქტუალობას, როგორც
IX და XI კლასების დონეზე, ასევე სკოლის მასშტაბით.
3.4. დიაგნოსტირების ეტაპი
დიაგნოსტირების ეტაპზე განვახორციელე შემდეგი თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც
კონკრეტული პრობლემური საკითხების აღმოჩენაში დამეხმარა და, რომლებზეც
დავაფუძნე ინტერვენციები:
1. ფოკუს-ჯგუფის დროს მოსწავლეთა მიერ
გამოვლენილი პესიმისტური დამოკიდებულების შემდეგ ჩავატარე ,,დისნეის სამი
სკამი“;
2. მოსწავლეთა ნაწერებზე დაყრდნობით , ანუ შემაჯამებელი წერების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე ანკეტები.
ანკეტების გამოყენებას დიაგნოსტირების საფეხურზე ჰქონდა კონკრეტული მიზანი.
3. მოსწავლეების ანკეტის ( იხ.დანართი N 1 --ანკეტა)
მთავარი მიზანი გახლდათ, გამეგო მათი დამოკიდებულება სასვენი ნიშნებისადმი,ანუ რომელ
სასვენ ნიშნებს სვამენ სწორად? ჩემ მიერ შეთავაზებული ანკეტა დაეფუძნა შემაჯამებელი წერების ანალიზს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული გახლდათ იმით, რომ ეს არის
მნიშვნელოვანი
დოკუმენტი, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს სკოლაში. გარდა ამისა, ანკეტა სრულად პასუხობდა კვლევის საჭიროებებსა და მიზანს.
,,დისნეის სამი სკამის“ ჩატარებისას გამოიკვეთა ,როგორი დამოკიდებულება
აქვთ სასვენი ნიშნების ,,არსებობასთან“
დაკავშირებით.
ანკეტირების შედეგად მიღებული ინფორმაციები დავამუშავე კომპიუტერული პროგრამის Microcoft Excel-ის საშუალებით. საშუალება მქონდა, დამენახა და გამეანალიზებინა იგი. დიაგნოსტირების ეტაპი დაიწყო 1.10.2015 და დასრულდა 10.02.2016-ს.
3.
5. მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებები
წარმოგიდგენთ დიაგნოსტირების ეტაპზე მიღებული შედეგების ანალიზისას
გამოკვეთილ მნიშვნელოვან საკითხებს და ძირითად მიგნებებს.
3.5.1.
,,დისნეის სამი სკამის“ ანალიზი
მეოცნებეები
ოცნებობენ,რომ გამოასწორონ პუნქტუაციური
შეცდომები,იცოდნენ,როგორც მასწავლებელმა იცის; არ გამორჩეთ წერისას; ტექსტები
სასვენი ნიშნების გარეშე იყოს; მასწავლებელი ქულას
არ აკლებდეთ მათი არასწორად გამოყენების გამო; გულის ჯიბეში ჰყავდეთ ჩიტი,რომელიც
ჩუმად უკარნახებთ; ერთ დღეს გაიღვიძონ
და პუნქტუაციის წესები ზეპირად იცოდნენ; ჰქონდეთ კალამი,რომელიც თავისით დასვამს სასვენ ნიშნებს; რობოტი შეიქმნას, რომელიც დასვამს სასვენ ნიშნებს.
რეალისტები ამბობენ: ტექსტები შეუძლებელია სასვენი ნიშნების გარეშე
,აზრს ვერ გამოვიტანთ. ვერავითარი ჩიტი ვერ უშველით,ჩიტი ზღაპარშია, ამიტომ მხოლოდ
სწავლით დაიძლევა პრობლემა.
კრიტიკოსების
აზრით: თუ მასწავლებლის მითითებებს
მოისმენენ და დაიმახსოვრებენ,გაკვეთილს ისწავლიან,დააკვირდებიან ,სად უნდა დაისვას
სასვენი ნიშნები,მაშინ პრობლემა, რომელიც პუნქტუაციურ
შეცდომებს უკავშირდება, აღმოიფხვრება.
3.5.2.
შემაჯამებელი წერების ანალიზის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპზე გავაკეთე IX და XI კლასების
34 მოსწავლის შემაჯამებელი წერების ანალიზი
I
და II სემესტრის დასაწყისში ჩატარებული 5-5 წერის მიხედვით, რომლებიც
სხვადასხვა სახით იყო ჩატარებული ( რედაქტირება,ტესტი,ჩანახატი,თხზულება,ესე). (
იხ.დანართი
N 2-ის სახით ერთ-ერთი მოსწავლის შემაჯამებელი წერის
ამსახველი ფოტომასალა) . ანალიზმა მიჩვენა,რომ ყველაზე მეტი წილი შეცდომებისა
სწორედ პუნქტუაციაშია დაშვებული. რეალურად არსებობდა პრობლემა, რაც
მდგომარეობს შემდეგში: ჩემი მოსწავლეები ვერ
სვამენ სწორად სასვენი ნიშნებს. ( N 3 დანართის სახით იხ. ერთ-ერთი კლასის ერთი სემესტრის შემაჯამებელი წერების ანალიზი).
შემაჯამებელი
წერების ანალიზის
საფუძველზე შევავსე წინასწარ მომზადებული კითხვარი.
ამით შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია:
Ø
რომელი
სასვენი ნიშნები ეშლებათ ხშირად ჩემს მოსწავლეებს?
Ø
რა ტიპის
სამუშაოებში უშვებენ პუნქტუაციურ
შეცდომებს?
ანალიზის
საფუძველზე კითხვარის შევსებამ მიჩვენა:
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპზე ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 34-მა მოსწავლემ .ანკეტები (იხ.დანართი 1) მომზადდა როგორც მეცხრე , ასევე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის. გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ. ანკეტირებამ საშუალება მომცა ,
განმესაზღვრა მოსწავლეთა
დამოკიდებულება სასვენი ნიშნების მიმართ. ასევე დამეხმარა, გამერკვია, რამდენად იციან თეორიული მასალა.
მოსწავლეთა ანკეტირებამ გვიჩვენა:
IX კლასი -
სწორად სვამს :
XI კლასი - სწორად სვამს :
3.5.3
ჩაღრმავებული ინტერვიუს ძირითადი მიგნებები
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე კონკრეტულად როგორც დაწყებითი
საფეხურის,ისე საბაზო და საშუალო საფეხურის რამდენიმე მასწავლებელთან . შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი: რა შეიძლება
იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის
მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ კვლევის
ერთ-ერთი მთავარი კითხვა:
რა არის კონკრეტულად დაწყებით საფეხურზე და მის შემდეგაც სასვენი ნიშნების სწავლისას გამოწვეული პრობლემების მიზეზები?
კვლევის
მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ
ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø რამდენად
ხშირად აძლევდნენ მოსწავლეებს სავარჯიშოებს სასვენ ნიშნებზე?
o თუ აძლევდნენ , რა სახით?
o თუ არ წერდნენ, რა იყო ამის მიზეზი?
Ø როგორ აწვდიდნენ მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ
მასალას?
Ø როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემა?
მასწავლებლებთან
ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით, რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის
გამომწვევი მიზეზები და რა არის გასაუმჯობესებელი. ესენია:
·
კლასების მრავალრიცხოვნება;
·
პროგრამა ვრცელია და დრო -არასაკმარისი,
გრამატიკისთვის არ რჩებათ საკმარისი დრო;
·
გრამატიკული საკითხების სწავლებას არ ეთმობა ცალკე საათი;
·
სახელმძღვანელოებში არ არის მოცემული თეორიული
მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები;
·
ყველა მოსწავლე ვერ ითვისებს ერთნაირად;
·
მოსწავლეთა პესიმისტური დამოკიდებულება-
ერთულებათ,მიაჩნიათ,რომ მაინც არასწორად გამოუვათ დასმული სასვენი ნიშნები.
3.5.4. დიაგნოსტირების ეტაპის შეჯამება
დიაგნოსტირების ეტაპზე გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები სრულად
შეესაბამება კვლევის მიზანსა და საკვლევ კითხვებს. პრობლემის
საიდენტიფიკაციოდ გამოყენებულმა ფოკუს-ჯგუფმა საშუალება მომცა, სწორად
განმესაზღვრა კლასისა და არა მხოლოდ კლასისთვის აქტუალური პრობლემა.
შემაჯამებელი წერების ანალიზებმა, მოსწავლეების ანკეტებმა და დაწყებითი კლასებისა საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებთან ინტერვიუებმა მომცა კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების საშუალება, იქნებოდა ეს
მოსწავლეების მიერ სასვენი ნიშნების სწავლის
სწავლის კუთხით, თუ ჩემ
მიერ მათდამი არაეფექტურად
მიწოდებული თეორიული მასალის, პრაქტიკული სავარჯიშოების, კომენტარების პრობლემა. შედეგებმა გამოკვეთეს სფეროები, რომლებშიც
ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მოსწავლეებს დახმარება.
3.5.5. ინტერვენციების დაგეგმვა
ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე ანკეტირების შედეგად მიღებული
შემდეგი ინფორმაციები, კერძოდ: რომელი სასვენი
ნიშნის დასმა უჭირდათ მოსწავლეებს მეტად, გავითვალისწინე აგრეთვე შემაჯამებელი წერის ანალიზი და მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელე,როგორ დაგვეძლია პრობლემები. ინტერვენციის
დაგეგმვისას გავითვალისწინე მათი შეხედულებები, წინადადებები და სწორედ ამიტომ გაკეთდა აქცენტი
სრულიად განსხვავებულ მიდგომებზე, რათა შეგვეცვალა მოსწავლეების
დამოკიდებულება, აგვემაღლებინა მათი მოტივაცია და როგორც
თეორიული,ისე პრაქტიკული ცოდნის დონე.
სწორედ,მოსწავლეებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფს,ანკეტირებას,შემაჯამებელი
წერის ანალიზს, ,,დისნეის სამ სკამს“,მასწავლებლებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუს
დაეყრდნო ჩვენი ინტერვენციები.
3.5.6. ინტერვენციების განხორციელების ეტაპი
დიაგნოსტირების შედეგების ანალიზისა და ზოგადი დასკვნების გამოტანის შემდეგ
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე ინტენსიური და მრავალფეროვანი ინტერვენციები, რომლებიც დაეფუძნა მონაცემთა ანალიზის შედეგებს. ეს იქნებოდა: წესების
მარტივად მიწოდება,სახალისო თამაშები ( ერთმა მოსწავლემ მოიძია თამაში
,,წერტილობანა“, თავად მოიფიქრეს :
როლური თამაში ,,გაზაფხულმშვიდობისა!“
(სცენარიც მათ ეკუთვნით) სასვენი ნიშნების მონაწილეობით , ,,გამოცნობანა“,
,,ინტერვიუ ცნობილ სასვენ ნიშნებთან“,
,,ერთად ვისწავლოთ სასვენი ნიშნების დასმა“), ვუპასუხოთ სასვენნიშნებიან მესიჯებს!"ტექტის
რედაქტირება მხოლოდ სასვენ ნიშნებზე, შეცდომების გასწორება, დაფაზე ვარჯიში,
ტექსტის კითხვისას დააკვირდნენ დასმულ სასვენ ნიშნებს, აგრეთვე დაუკვირდნენ თხზულებების,
ესეების წერისას სად
სვამენ? დაასკვნეს,რომ დასვან წერის პროცესში და არა მისი დასრულების
შემდეგ; დაუკვირდნენ წარმოთქმისას ინტონაციას.
ინტერვენციების განხორციელება დავიწყეთ 2016 წლის 2 მაისს და გრძელდება.არ შეწყვეტილა ზაფხულის არდადეგებზეც. რომელთა მიზანი იყო: სასვენი ნიშნების სწორად დასმის ცოდნა და აქედან გამომდინარე წერითი მეტყველების კულტურის ამაღლება.მიზნის მისაღწევად თითქმის ყველა გაკვეთილზე ვმუშაობთ.გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები და აქტივობები: „წერტილობანა“, სავარჯიშოების შესრულება, facebook-ის გვერდზე და ტელეფონით
მესიჯებიდან ეპასუხათ მხოლოდ იმ მესიჯებზე ,რომლებშიც სასვენი
ნიშნები სწორად იყო დასმული, თუმცა ამ უკანასკნელს მოჰყვა პროტესტიც( ისევ თუმცა
უმცირესობის) . გამოაცხადეს საზაფხულო აქცია: ,,ვუპასუხოთ საზაფხულო სასვენ
ნიშნებიან მესიჯებს!“ ( დანართი N 4 - აქტივობების ამსახველი ფოტომასალა).
პრაქტიკის კვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები, გარდა
კვლევის ძირითადი მიზნის მიღწევისა, ხელს უწყობდა მოსწავლეებში ,ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ცოდნის მიღება-გამოყენების,თანამშრომლობისა და
კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
ვიმუშავეთ პრაქტიკის კვლევის პოპულარიზაცისთვის სკოლაში, გავესაუბრე კოლეგებს,მივაწოდე ინფორმაცია,
გავაცანი მასალები, რათა იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვისაც.
4.
ინტერვენციის შედეგების შეფასება
ინტერვენციები ორ ეტაპად
განვახორციელე. I ეტაპზე
ჩატარებული აქტივობების: ,,წერტილობანა“, ,,ვუპასუხოთ
სასვენნიშნებიან მესიჯებს!“ ტექსტის რედაქტირებების , სავარჯიშოების შესრულების - დასრულების შემდეგ ახალი სასწავლო
წლის I სემესტრში მისი შედეგები შევაფასე ერთ-ერთი შემაჯამებელი წერის
ანალიზით.( დანართი N 5, ამ წერაზე იმუშავეს ტექსტის
რედაქტირებაზე ( დანართი N 6 ) ,
რომელშიც მხოლოდ სასვენი ნიშნები იყო დასასმელი).
ინტერვენციების II ეტაპზე
კი განვახორციელეთ ძირითადად
მოსწავლეებისაგან შემოთავაზებული ინტერვენციები და, ვფიქრობ, ეფექტიანი იყო,რადგან ისინი მათ
მიერ იყო დაწერილი და ზოგის იდეაც თავად მათ ეკუთვნოდათ. მე-10
კლასის მოსწავლე ნინო ბაუჟაძეს ეკუთვნოდა სცენარი ,,გაზაფხულმშვიდობისა!“ მან რამდენიმეჯერ
გადაწერა სცენარი,იშრომა ბევრი კლასელებთან ერთად,თავიდან საახალწლო ზღაპრად
ჩაიფიქრეს,შემდეგ აღდგომისთვის გადააკეთეს და ბოლოს გაზაფხულს მიუძღვნეს. მიზეზი დროის
გახანგრძლივებისა იყო მოსწავლეთა სისტემატური გაცდენები,რაც ხელს უშლიდა
ყველას ჩართვას. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი
მიზეზიც საბოლოოდ იმისა,რომ პუნქტუაციის დონე მონდომებისა და შრომის
მიუხედავად, სათანადოდ,მოლოდინისამებრ,არ
ამაღლდა. მე-10 კლასელ ხატია ემირიძეს ეკუთვნის აქტივობები: ,,გამოცნობანა“, ,,ტექსტის
გასწორება და დისკუსია“, ,, ინტერვიუ
სასვენ ნიშნებთან“. ( იხ.დანართი N 7)
კლასის ყველა მოსწავლის მონაწილეობით შეიქმნა მცირე ტექსტი და დაისვა სასვენი ნიშნები.მოსწავლის რჩევით ( აღნიშნა,რომ ეს მას დაეხმარა)
თანაკლასელები იწერენ სწორ ტექსტს, გადაწერისას აკვირდებიან,სად არის დასმული
სასვენი ნიშნები და იმახსოვრებენ.
მიმაჩნია და მუშაობის პროცესში
დადასტურდა,რომ მოსწავლეები თავინათ და თანატოლების იდეებს ,მათს შექმნილს უკეთესად
ახორციელებენ,მეტი ხალისით ეკიდებიან,თამაშით სწავლა ახალისებთ,უიოლებთ
პრობლემებს.
წარმოგიდგენთ ცვლილებებს, რომლებიც შეინიშნება განმეორებითი
გამოკითხვის დროს მოსწავლეთა ანკეტაში,რომლებიც დიაგნოსტირების ეტაპზეც
გამოვიყენე. (იხ. დანართი N1)
4.1. მოსწავლეთა განმეორებითი ანკეტირების ანალიზის შედეგები
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რამდენად შეიცვალა მოსწავლეების მიერ
სასვენი ნიშნების ცოდნა. მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა
( ერთ-ერთ მიზეზად
მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენებიც მიმაჩნია,განსაკუთრებით მე-12 კლასში) , ამაღლდა
შედარებით მე-10 კლასში,რაც ამ კლასში განხორციელებული მეტი ინტერვენციის შედეგია.
გამოვკითხე 18 მოსწავლე
XII კლასიდან და
16 მოსწავლე X კლასიდან.
5. დისკუსია კვლევის ეფექტურობის შესახებ.
ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია, ვთქვათ,
რომ პრაქტიკის კვლევა წარმატებით განხორციელდა 2015-16 სასწავლო წლის IX და XI კლასებში და 2016-17 სასწავლო წლისთვის უკვე X და XIIკლასებში.
წარმატებულობის საზომად შესაძლებელია განისაზღვროს:
· რესურსი, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ კონკრეტული კლასებისათვის, არამედ
სხვა დაინტერესებულ პირთათვისაც ანკეტის სახით, აქტივობები, სავარჯიშოები
სასვენი ნიშნების ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად.
·
განვამტკიცე კვლევის მუშაობის გამოცდილება , „გავიზარდე“ პროფესიული
კუთხით. კიდევ
ერთხელ გავაცნობიერე პრაქტიკის კვლევის მნიშვნელობა,
გავიუმჯობესე კვლევითი უნარები.
6. კვლევის შეზღუდვები
·
მოსწავლეთა და კოლეგების მხრიდან სრული მხარდაჭერის
შედეგად კვლევისას
შეზღუდვები არ მქონია;
·
მოცემული კვლევით მიღწეული შედეგების ეფექტი შეიძლება დაიკარგოს, თუკი არ გაგრძელდება პუნქტუაციის წესების ცოდნის დონის ამაღლებისათვის
მსგავსი ფორმატით ინტენსიური მუშაობა.
7. რეკომენდაციები
შევიმუშავე რეკომენდაციები სასვენი ნიშნების დასმასთან
დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად.
რეკომენდაციები
შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
1)
საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის:
Ø თანამშრომლობა
კათედრის მასწავლებლებს შორის ;
Ø კათედრის
სხდომაზე რეგულარულად განვიხილოთ სასვენი
ნიშნების დასმასთან დაკავშირებული
პრობლემები;
Ø წარმოადგინონ
შემაჯამებელი წერის ანალიზები;
Ø მეთოდებსა
და აქტივობებზე შეთანხმება;
2)
სასურველია, გრამატიკული საკითხების,მათ შორის სასვენი ნიშნების
დასმასთან დაკავშირებით როგორც თეორიული
მასალის ,ისე პრაქტიკული სავარჯიშოების
შეტანა სახელმძღვანელოებში;
3)
გრამატიკის სწავლებას დაეთმოს ცალკე საათი;
4)
სასვენი ნიშნების სწავლა გავხადოთ სახალისო
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად - შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი მეთოდები, აქტივობები .თავად ჩავრთოთ მათს მოფიქრებაში და ამ გზით პრობლემის დაძლევის
გზების ძიებაში.
ინტერვენციის შეფასება
ჩემი შეფასების მიზანს წარმოადგენდა,
გამეგო:
Ø რამდენად მარტივი, დასაძლევი და მოსახერხებელია
მოსწავლეებთან ერთად შერჩეული აქტივობები და ჩემ მიერ შედგენილი სავარჯიშოები
სასვენი ნიშნების სწორად დასმის შესწავლისათვის;
Ø იძლევა
თუ არა ამგვარი მეთოდები და აქტივობები სასვენი ნიშნების სწორად დასმის
შესწავლის შესაძლებლობას;
Ø დაეხმარება
თუ არა მოსწავლეს ამგვარი სავარჯიშოები ,რათა აამაღლოს საკუთარი წერის კულტურა;
Ø შემაჯამებელი წერების დროული ანალიზი და
ინტერვენციები დაეხმარება თუ არა მოსწავლეებს , რათა დაიცვან პუნქტუაციის წესები.
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად
ჩავატარე ინტერვიუები კათედრის მასწავლებლებთან, გავიზიარე მათი გამოცდილება და
რჩევები, ჩავატარე დაგეგმილი აქტივობები, განვახორციელე წერების დროული ანალიზი და
მივეცი მითითებები.
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო, დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგების მუშაობაზე
სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული პრობლემებისა და მისი დასაძლევი მეთოდების განხილვამ. ამისთვის ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი
მასწავლებლებთან. ჩემთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მასწავლებლებმა აღნიშნეს. მათი
თქმით, აქტივობები,რომლებიც თამაშით
ტარდება ,გაცილებით კარგ შედეგს იძლევა.მოსწავლეებს უფრო მეტი ინტერესით ეკიდებიან
და არ ერთულებათ,ადვილი დასაძლევია. გამოცდილების გაზიარების შემდეგ , აღინიშნა ,რომ
არა მარტო დაწყებით კლასებში,არამედ შემდეგ საფეხურებზეც შედეგიანია კარნახით
წერა. პასუხისმგებლობით და დროულად
გავაანალიზოთ შემაჯამებელი წერები. უფრო მეტად და ხშირად მივსცეთ სამუშაოდ ტექსტის რედაქტირება სასვენ ნიშნეზე. კოლეგებმა
თავიანთ მუშაობაშიც დაგეგმეს სხვადასხვა
აქტივობა. ყოველივე ეს ეხმარება მათ , დაძლიონ პუნქტუაციურ ცოდნასთან
დაკავშირებული პრობლემები.
აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად
გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების
შეგროვების ეტაპზე. ამჯერად დავსახეთ
პრობლემის გადაჭრის კონკრეტული
გზები და
დავასკვენით,რომ წარმატების ფორმულა ასეთია: სურვილი + დაგეგმვა
+ მოქმედება + მხარდაჭერა + თანამშრომლობა + სტიმული+
მოტივაცია + კარგი სახელმძღვანელო + კარგი გაკვეთილი = მოსწავლეთა მიერ სასვენი ნიშნების ცოდნა.
დასკვნა
IX/X-
XI/XII კლასებში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე
(კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების
ეტაპებს. იგი დაიწყო 2015 წლის დეკემბერში და გაგრძელდა 2017 წლის მაისის ჩათვლით
) შემიძლია დავასკვნა, რომ სასვენი ნიშნების არასწორად დასმის პრობლემების მიზეზებია:
Ø პედაგოგთა
შორის გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა;
Ø სატელევიზიო
რეკლამებში,აბრებზე,სახელმძღვანელოებში დაშვებული შეცდომები;
Ø სხვა საგნების მასწავლებლების უყურადღებობა;
Ø გრამატიკული საათის არარსებობა;
Ø სახელმძღვანელოებში თეორიული და პრაქტიკული
მასალის სიმცირე;
Ø მოსწავლეთა
პესიმიზმი და უყურადღებობა;
Ø მასწავლებლების მიერ პუნქტუაციური სავარჯიშოების
,სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენების სიმცირე,მათ შორის მათი
მოტივირებისათვის სახალისო;
Ø შემაჯამებელი
წერების არასისტემატური ანალიზი,დასკვნების გამოტანა, რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა
გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი
უმრავლესობა შედეგიანი იყო.
ბიბლიოგრაფია:
1. http://tpdc.ge/essentials/project%20design/thinking-skills/higher-thinking.html
მაღალი სააზროვნო უნარები;
1. https://kakhadalier.wordpress.com
სასვენი ნიშნების ხმარება გამოყენება ქართულ წინადადებაში;
3. ნ.ბასილაია , ,,პუნქტუაცია“,თბ.1986
4.
ეროვნული სასწავლო გეგმა - 2011-16 სასწ.წ
5. ინასარიძე, მაია, სოფიკო ლობჟანიძე, მანანა რატიანი და ირინა სამსონია. 2016.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის გზამკვლევი. ნაწ. II. თბილისი: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
7. http://www.slideshare.net/mtbiblia/ss-62628350 ,,დამრიგებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში N 81
საჯარო სკოლის მაგალითზე ‘’ , სალომე ქუტიძე, ნინო მანია, მარიტა ბიბლაია.
დანართები:
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას სასვენ ნიშნებთან თქვენი დამოკიდებულების
შესახებ. თქვენი, როგორც მოსწავლის
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისა და თქვენი ცოდნის ამაღლებისათვის.
#
|
სწორად ვსვამ
:
|
არასდროს
|
იშვიათად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
1
|
წერტილს;
|
|
|
|
|
2
|
მძიმეს;
|
|
|
|
|
3
|
ორწერტილს;
|
|
|
|
|
4
|
წერტილ-მძიმეს;
|
|
|
|
|
5
|
კითხვის ნიშანს;
|
|
|
|
|
6
|
კითხვით-ძახილის ნიშანს;
|
|
|
|
|
7
|
ძახილის ნიშანს;
|
|
|
|
|
8
|
ტირეს;
|
|
|
|
|
9
|
ბრჭყალებს;
|
|
|
|
|
10
|
დეფისს;
|
|
|
|
|
11
|
ფრხილებს.
|
|
|
|
|
დანართი N 2 - შემაჯამებელი წერის ამსახველი ფოტომასალა.
დანართი N 3 - შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი
შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი --ნაირა
ჟიჟავაძე----------------
კლასი --IX------
2015-16 სასწავლო წლის I სემესტრი-------------
საგანი -ქართული ენა და
ლიტერატურა--------------------
|
|||||
N1
შემაჯამებელი
|
N2
შემაჯამებელი
|
N3
შემაჯამებელი
|
N4
შემაჯამებელი
|
||
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
|
6,5
|
7,56
|
7.6
|
7,2
|
|
რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში
|
53% უშვებს
სტილისტურ,მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ ,სინტაქსურ ,ყველაზე მეტად პუნქტუაციურ
შეცდომებს;უფრო ნაკლებს უჭირს ნაშრომის
აგება,არგუმენტირება,ციტირება,პარალელების მოყვანა.
|
მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება,სიტყვების
მართლწერა,პუნქტუაცია,თანდებულის სწორად დართვა.
|
მოსწავლეთა ნაწილს
უჭირს გრამატიკულ ნაწილში- უშვებს,მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ
,სინტაქსურ ,პუნქტუაციურ შეცდომებს. წერენ სტილისტურად გაუმართავ
წინადადებებს,ნაკლებად ავლენენ ზოგად განათლებას.
|
წერა ტესტურია და გაუჭირდათ შესაბამისობა(ციტატა
და ავტორი);მცირე ესე-ანალიზი,არგუმენტირება და პუნქტუაცია.
|
|
რეკომენდაციები, მეორე
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის
|
- რა არის ამ შემაჯამებელი
სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებაში და შეფასებაში გასაუმჯობესებელი?ნაშრომის
აგება არგუმენტირება,ციტირება,გრამატიკული( მათ შორის პუნქტუაციური) საკითხების
ფლობა.
- როგორ შეიძლება გაუმჯობესება? ტექსტზე მუშაობით და მთავარი
საკითხების გამოყოფით,არგუმენტების შესაბამისი ციტატებით გამყარებით.გრამატიკულ
სავარჯიშოებზე უფრო მეტი მუშაობით,მათ შორის პუნქტუაციური.
|
მიღებული
შედეგების ანალიზი ---
მოსწავლეთა მცირე ნაწილს უჭირს ტექსტის
აგება,ციტირება,ზოგადი განათლება,უმეტესი კი უშვებს,მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ ,სინტაქსურ , პუნქტუაციურ
შეცდომებს. წერენ სტილისტურად გაუმართავ წინადადებებს.--------------------------------
|
დასკვნა მოსწავლეები ნაკლებად მუშაობენ ტექსტზე,ეძებენ
არგუმენტებს ავტორის ,პერსონაჟის დასახასიათებლად,საკუთარი მოსაზრების
გამოსახატავად.არ იმეორებენ გრამატიკულ( მათ შორის პუნქტუაციურ) საკითხებს
სისტემატურად.
|
რეკომენდაცია
- რა უნდა იყოს გათვალისწინებული შედეგებზე რეაგირებისთვის
-----------წერითი სამუშაობის ანალიზი,ხარვეზების
აღმოფხვრისათვის მითითებების მიცემა,პუნქტუაციური სავარჯიშოების შესრულება,ამ
კუთხით აქტივობების დაგეგმვა.
|
დანართი N 4 ---აქტივობების ამსახველი ფოტომასალა:
ვუპასუხოთ სასვენნიშნებიან მესიჯებს!
როლური
თამაში ,,გაზაფხულმშვიდობისა!“
ინტერვიუ
ცნობილ სასვენ ნიშნებთან
გამოცნობანა
ტექსტის გასწორება და დისკუსია
ტექსტის შეთხზვა კლასის ყველა მოსწავლის მონაწილეობით და სასვენი ნიშნების დასმა
დანართი N 5
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების
ანალიზი
შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი -----ნაირა
ჟიჟავაძე-------------
კლასი ---XII------------------
2016-17 სასწავლო წელი
საგანი --ქართული ენა და
ლიტერატურა-------------------
|
|||||
N1
შემაჯამებელი
|
N2
შემაჯამებელი
|
N3
შემაჯამებელი
|
|||
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში
|
6,81
|
6,54
|
7,45
|
||
რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში
|
კომპოზიტებისა და კუთვნილებითი
ნაცვალსახელების ,,მისი“ და ,,თავისი“ მართლწერა; პუქტუაცია.
|
პუნქტუაცია: მძიმე განკერძოებასთან, ,,რომელიც“
და ანუ -მაიგივებელი კავშირების წინ;
ტირე.
|
კომპოზიტების მართლწერა. სავრცობი ა; ორთოგრაფია
და პუქტუაცია .
|
||
რეკომენდაციები, მეორე
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის
|
- რა არის ამ შემაჯამებელ
სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებაში და შეფასებაში გასაუმჯობესებელი?
მორფოლოგიურად,სინტაქსურად, პუნქტუაციურად გამართული
წინადადებების წერა.
- როგორ შეიძლება გაუმჯობესება?
თეორიული ცოდნის მიცემა; წერითი
ნამუშევრების ანალიზი მოსწავლეებთან ერთად; სავარჯიშოებზე მუშაობა,რომლებშიც
გათვალისწინებული იქნება მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული,სინტაქსურ-პუნქტუაციური
შეცდომების გასწორება; სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და აქტივობების
დაგეგმვა-ჩატარება ამ მიზნით.
|
მიღებული
შედეგების ანალიზი
--------------------------------------------------------------------------------------------------მოსწავლეები
ძირითადად ნაშრომს სათაურის
ადეკვატურად ასრულებენ. მოსაზრებებს ამყარებენ ადეკვატური ციტირებით. ავლენენ დამოუკიდებელ აზროვნებასა და ზოგად
განათლებას. კლასი ძირითადად სწორად
ვერ სვამს სასვენ ნიშნებს; უშვებენ მორფოლოგიურ, ორთოგრაფიულ-სინტაქსურ
შეცდომებს; ------------------------------------------------------------------------------------------------
|
დასკვნა
მოსწავლეები
წერენ სათაურის ადეკვატურად,მოჰყავთ
არგუმენტები. ავლენენ დამოუკიდებელ აზროვნებასა და ზოგად
განათლებას. უმთავრესად კი ტექსტზე
მუშაობისას არ აკვირდებიან და არ
მოჰყავთ მაგალიტები. გრამატიკული წესების დამახსოვრებას,მათ შორის პუნქტუაციისა,
მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ.
|
დანართი
N 6
1. ტექსტის რედაქტირება XII
კლასისათვის.
ტექსტში დაშვებულია 30 პუნქტუაციური შეცდომა. ქულა დაგაკლდებათ ყოველი უზუსტობისა
და ხარვეზის შემთხვევაში.
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო
1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია აკადემიური და ფინანსური ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა ხოლო აკადემიურს მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს მიუხედავად ამისა ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა
2.
ტექსტის რედაქტირება III კლასისათვის:
დანართი N 7
- აქტივობების აღწერა
7.1 .
გამოცნობანა
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.ირჩევენ ლიდერსა და სასვენ
ნიშანს.არჩეული სასვენი უნდა
განუმარტონ/აღუწერონ ჯგუფებს იმგვარად,რომ
მათ ამოიცნონ( შეიძლება რამდენიმე სასვენი ნიშანი დაახასიათონ). რომელი ჯგუფიც
ამოიცნობს,ის იქნება ის სასვენი ნიშანი და წევრებმა უნდა შეადგინონ
წინაადადება,რომელშიც ამ სასვენ ნიშანს გამოიყენებენ.
მოსწავლეები
განივითარებენ როგორც სასვენი ნიშნების სწორად გამოყენების,ისე მსჯელობის ,
არგუმენტირების,წერის,ზეპირმეტყველების,თანამშრომლობის უნარებს.
7.2.
ინტერვიუ ცნობილ სასვენ ნიშნებთან
მოსწავლეები მოირგებენ მორიგეობით ჟურნალისტისა
და რესპოდენტის- რომელიმე სასვენი ნიშნის - როლებს. ჟურნალისტი უსვამს შეკითხვებს რესპოდენტს და
სთხოვს დაასაბუთოს: რაში გვჭირდება სასვენი ნიშნები? რატომ უნდა გამოვიყენოთ?
კონკრეტულად თავად რა მნიშვნელობა ეკისრება წინადადებაში? და ა.შ.( მოსწავლის
ფანტაზიისამებრ).
მოსწავლეები განივითარებენ
როგორც სასვენი ნიშნების სწორად გამოყენების,ისე მსჯელობის ,
არგუმენტირების,ზეპირმეტყველების,თანამშრომლობის,კომუნიკაციის,შემოქმედებით
უნარებს.
7.3.
ტექსტის რედაქტირება და დისკუსია
მასწავლებელი დაფაზე წერს მცირე ტექსტს
,რომელშიც სასვენი ნიშნები სწორად და არასწორადაა დასმული. მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. რომელიც
ფიქრობს ,რომ სწორადაა დასმული და , რომელიც ფიქრობს,რომ არასწორადაა დასმული.
მოჰყავთ არგუმენტები, ასაბუთებენ თავიანთ
აზრს და ასწორებენ შეცდომებს დაფაზე დაწერილ ტექსტში.
მასწავლებლის შეჯამების შემდეგ
რწმუნდებიან/არ რწმუნდებიან თავიანთი აზრის სისწორეში.
მოსწავლეები განივითარებენ
როგორც სასვენი ნიშნების სწორად გამოყენების,ისე მსჯელობის ,
არგუმენტირების,ზეპირმეტყველების,თანამშრომლობის,კომუნიკაციის,წერის,რედაქტირების
უნარებს.